Thursday 7 May 2009

მიწის რეფორმა

    საქართველოს ხელისუფლება მწვავე ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. პირველ მსოფლიო ომს ეკონომიკის მკვეთრი დაცემა მოჰყვა . რუსეთის იმპერიის დაშლამ კი მოსპო ძველი სავაჭრო კავშირები, რამაც ვაჭრობა -მრეწველობასთან ერთად, სოფლის მეურნეობის დაქვეითებაც გამოიწვია.დაიწყო მასობრივი უმუშევრობა.სასურსათო კრიზისმა და ინფლაციამ, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა მოსახლეობის ყველა ფენა.
  გადაუწყვეტელი რჩებოდა მიწის საკითხიც. უმიწოდ დარჩენილი გლეხები ხშირად პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ და მთავრობის წიინააღმდეგ აჯანყებებს აწყობდნენ.
  ხელისუფლება, პირველ რიგში, აგრარული საკითხის მოგვარებას შეუდგა.მთავრობამ სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა ტყეები,საძოვრები,რუსეთის იმპერიის საკუთრებაში არსებული და მსხვილი მემამულეებისათვის ჩამორთმეული მიწები, რომლებიც იჯარით გლეხებზე განაწილდა.ამ ღონისძიებებმა ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის წინსვლას და გლეხების ძირითადი მოთხოვნებიც დაკმაყოფილდა.
  საქართველოს ბიუჯეტის შევსებისა და ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოზიდვის საშუალებად იქცა ჭიათურის მანგანუმისა და ტყიბულის ქვანახშირის წარმოება.
  "ჩვენ განზრახული გვაქვს დავიწყოთ ახლო მომავალში ტყეების ათვისება, ჭაობების დაშრობა, სარწყავი არხების გაკეთება და რკინიგზების გაყვანა."  
  ნ.რამიშვილი

   

  გატარებულმა ღონისძიებებმა შეანელა ეკონომიკური კრიზისი.
   

  "როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ხაზინა სრულიად ცარიელი იყო.მიუხედავად ამისა დღემდე სული მაინც მოვიტანეთ ისე,რომ არავითარი საგარეო ვალი არ აგვიღია"...  
  ნ.ჟორდანია

 
განათლების რეფორმა

  დამოუკიდებელ საქართველოს მემკვიდრეობით ერგო ისეთი განათლების სისტემა, რომელიც ყმაწვილთა რუსიფიკაციას ემსახურებოდა. როგორც ვიცით, მაშინდელი სკოლის ძირითად ნაკლად თერგდალეულები სასწავლო პროცესიდან მშობლიური ენის განდევნას თვლიდნენ.ქართული ენა სრულიად უგულებელყოფილი იყო სახელმწიფო და სასამართლო დაწესებულებებშიც. დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა ამ არა სხარბიელო მდგომარეობის დაუყონებლივ გამოსწორებას მოითხოვდა.
  1918 წელს პარლამენტის დადგენილებით ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქმის წარმოება ამიერიდან მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა შესრულებულიყო. იმათთვის კი, ვინსც ქართული არ იცოდა, იქმნებოდა სახელმწიფო ენის შესწავლის კურსები.
  ენის რეფორმა საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხო. ამასთანავე, ეროვნულ უმცირესობებსაც ჰქონდათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება.
  სკოლის რეფორმას მასწავლებლებმაც აუბეს მხარი.პედაგოგთა კრებებზე ისინი, მთავრობის კურსის მხარდაჭერასთან ერთად, საკუთარ მოთხოვნებსაც უყენებდნენ.
  ხელისუფლება იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია პედაგოგთა მოთხოვნისათვის და სკოლებს მართვისა და სასწავლო პროცესის ავტონომიურად წარმართვის უფლება მიანიჭა.
  1918 წლის 26 იანვარს(ახალი სტილით 8 თებერვალს) თბილისში გაიხსნა უნივერსიტეტი. მისი პირველი რექტორი იყო პეტრე მელიქიშვილი, რომელიც მალე ივანე ჯავახიშვილმა შეცვალა. მისი დაარსების მოთხოვნას ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები აყენებდნენ,მაგრამ უშედეგოდ-მეფის ხელისუფლება საქართველოში განათლებისა და მეცნიერების დაწინაურებით არ იყო დაინტერესებული. 
 

    გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. აკაკი სურგულაძე "საქართველოს ისტორია"

  2.დავით მალაზონია და ნინო კვიტაიშვილი "საქართველოს ისტორია"